fbpx
ი.ჭავჭავაძის გამზირი 21, II ჩიხი, კორპუსი 4/8 +995 599 404 185 info@cp2020.ge

15/04/2021 Comments (0)

კრიზისიდან გამოსვლის შესაძლებლობად მიგვაჩნია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები

 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო მძიმე. მიუხედავად იმისა, რომ ის ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, არ იყო სამართლიანი და თავისუფალი, რამაც იქონია საბოლოო გავლენა შედეგებზე, რომელიც არ ასახავს საქართველოს ამომრჩევლის ნებას.

აღნიშნულმა გარემოებამ, ქვეყანაში გამოიწვია პოლიტიკური კრიზისი, რაც აზიანებს სახელმწიფოს ინტერესს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

კრიზისიდან გამოსვლის შესაძლებლობად მიგვაჩნია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს არასამთავრობო ორგანიზაციების და საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციების გათვალისწინებით, თავისუფალ და სამართლიან გარემოში.

 ა(ა)ი.პ სამოქალაქო პლატფორმა 20/20-მა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია 2020 წლის 1 სექტემბერს დაიწყო. ჩვენს ამოცანას წარმოადგენდა, არჩევნების წინა პერიოდის და კენჭისყრის დაკვირვების შედეგად არჩევნების შეფასება და შესაბამის ოლქებში არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირება.

ა(ა)ი.პ სამოქალაქო პლატფორმა 20/20 აკვირდებოდა წინასაარჩევნო პროცესს.   2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდმა გამოკვეთა საყურადღებო საკითხები. კერძოდ, დაძაბული და პოლარიზებული გარემო, რაზეც ყველაზე უფრო მეტი უარყოფითი გავლენა იქონია ე.წ. „კარტოგრაფების საქმეზე“ დაწყებულმა გამოძიებამ. საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონეზე გამოიკვეთა მიკერძოებული საქმიანობის ნიშნები, რაც ყველაზე მეტად გამოვლინდა საარჩევნო დავებისა და საოლქო/საუბნო კომისიებში პროფესიული ნიშნით განსაზღვრული კომისიის წევრების არჩევის პროცესში. საარჩევნო კამპანიის წარმოება ხდებოდა დაძაბულ გარემოში, ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვან ინციდენტებს, რომელთა დიდ ნაწილზე სამართალდამცველი სტრუქტურების რეაგირება იყო არასაკმარისი და ხშირ შემთხვევაში, არაადექვატურიც. განსაკუთრებით სამწუხარო იყო ჟურნალისტებსა და დამკვირვებელზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტები.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღეს „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ ყველა მაჟორიტარულ ოლქში, საუბო საარჩევნო კომისიის 250 დამკვირვებლითა და 40 მობილური ჯგუფით  იყო წარმოდგენილი.

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის დამკვირვებლებს საუბნო საარჩევნო კომისიებში   მტრული გარემო დახვდათ.  დამკვირვებელთა 85,4%-მა საუბნო კომისიების მხრიდან თანამშრომლობის ხარისხი უარყოფითად შეაფასა.

დამკვირვებელთა 51,8% -ის მონაცემებით, დაირღვა  უბნის გახსნის პროცედურები. ძირითად პრობლემად საარჩევნო უბანზე არასრულად ან დარღვევით წილისყრის პროცედურების არჩატარება, დამკვირვებლების უფლებამოსილების უკანონო შეზღუდვა და  საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნა დასახელდა.

ცენტრალური და საოლქო საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო დავებს ფორმალურად განიხილავდა. ყურადღების გარეშე ტოვებდა მის არსს და შინაარსს, ხშირად ადგილი ჰქონდა კანონის არაკეთილსინდისიერი განმარტების შემთხვევებსაც. დაფიქსირებული მნიშვნელოვანი დარღვევების მიმართ მსგავსი ზედაპირული მიდგომა ვერ უზრუნველყოფს არჩევნების შედეგებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობას და ტოვებს განცდას, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მოწადინებული იყო არა დარღვევების გამოაშკარავებაზე ან გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრაზე, არამედ ქვედა დონის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დაშვებული შეცდომების თუ სამართალდარღვევების ფორმალურ გამართლებაზე.

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის საბოლოო ანგარშში სრულად შეფასებულია საარჩევნო პროცესი და მიმდინარეობა. ჩვენი ორგანიზაციის მიერ არჩევნების შეფასების დასკვნასთან ერთად შემუშავებულია 12 რეკომენდაცია, რომელიც მომავალში შეამცირებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ უნდობლობას და საარჩევნო პროცესში, მათი გათვალისწინების შემთხვევაში, ნაკლები იქნება პოლიტიკური კრიზისების დაშვების შესაძლებობა.

მიგვაჩნია, რომ, საჭიროების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნები და საარჩევნო კოდექსის ძირეული ცვლილებები, რომელიც შექმნის სამართლიან და თანასწორ გარემოს, წარმოადგენს დღეს არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევის ყველაზე ეფექტურ საშუალებას.

 

Share:

Leave a comment

ნოემბერი 2021
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

სოციალური ქსელები

პუბლიკაციები

კვლევა ფიზიკური და იურიდიული პირებისგან პარტიებითვის გაკეთებული შემოწირულობების შესახებ

ვრცლად

კვლევა ფიზიკური და იურიდიული პირებისგან პარტიებითვის გაკეთებული შემოწირულობების შესახებ

ვრცლად