fbpx
ი.ჭავჭავაძის გამზირი 21, II ჩიხი, კორპუსი 4/8 +995 599 404 185 info@cp2020.ge

04/11/2020 Comments (0)

ლაშა ფარულავა: „არჩევნები იყო არაორგანიზებული და მძიმე, დემოკრატიის ხარისხით კი უკან გადადგმული ნაბიჯი“

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები იყო არაორგანიზებული და მძიმე, დემოკრატიის ხარისხით კი უკან გადადგმული ნაბიჯი, – ამის შესახებ „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის სადამკვირვებლო პროგრამის დირექტორმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისი თქმით, შედეგების მანიპულაციის ფონზე შეუძლებელი იყო სწორი და დაბალანსებული ოქმების შედგენა, რადგან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ვერ ხვდებოდნენ, თუ როგორ გაესწორებინათ შეუსაბამობა მოსულ ამომრჩეველსა და საარჩევნო ყუთში არსებულ ბიულეტენებს შორის. საარჩევნო ადმინისტრაციის რეაგირება აღნიშნულ დარღვევებზე კი, სამწუხაროდ, მდგომარეობდა მხოლოდ მათ გამართლებაში, მაგალითად, შესწორების ოქმებში, შეცდომის დაშვების საფუძვლად, უმრავლეს შემთხვევაში, სახელდება გადაღლილობა.

„განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყარო, წალკის მაჟორიტარულ ოლქზე, სადაც გამოიყენეს არჩევნების შედეგებზე მანიპულაციის  ყველა ტრადიციული და ასევე ახალი მეთოდები, როგორიცაა: ყუთში ბიულეტენების ჩაყრა,  ე.წ. კარუსელი, კრიმინალური ჯგუფების მობილიზება საარჩევნო უბნის შესასვლელში და აგიტაცია, კოორდინატორების მიერ ამომრჩეველთა დეტალური აღრიცხვა, ამომრჩევლის ნების პირდაპირი კონტროლი და ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩევლებზე ზეწოლა, მოსყიდვა – ეს კონკრეტული ფაქტები დაფიქსირებული გვაქვს სოფელ ტალავერსა და ნახიდურში.“- განმარტა ფარულავამ.

რაც შეეხება არჩევნების შედეგებს. როგორც ფარულავამ აღნიშნა, შემაჯამებელ ოქმებში ხმების მასობრივი დისბალანსი, საარჩევნო ყუთში არსებული მეტი ბიულეტენები მოსულ ამომრჩევლებთან მიმართებაში, რიცხვების გადასწორება და ოქმების უპრეცედენტოდ ბევრი შესწორების ფაქტი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ მასობრივ მანიპულაციას ჰქონდა ადგილი.

„ჩვენი დამკვირვებლები აღმოჩნდნენ უსამართლო სისტემის პირისპირ, სადაც დარღვევის გასაჩივრებაც კი შეუძლებელია და აზრს კარგავს; მით უმეტეს, როდესაც საუბნო კომისიები კენჭისყრის დღეს არ იღებდნენ საჩივრებს, ხოლო საოლქო კომისია ამის თაობაზე ინდეფერენტული იყო და არ ახდენდა შესაბამის რეაგირებას. ასევე, ყურადსაღებია ის, რომ არჩევნების დღეს სამართალდამცველი ორგანოები წარმოადგენდნენ „ქართულო ოცნების“ ინსტრუმენტს, საარჩევნო ხმების მობილიზებაში მმართველი პარტიის სასარგებლოდ.“- განაცხადა ფარულავამ.

სამოქალაქო პლატფორმა 20/20 -ის სადამკვირვებლო მისია ყველა ძირითად მაჟორიტარულ ოლქში ახორციელებდა 31 ოქტომბრის კენჭისყრის მონიტორინგს. უბნებზე მუშაობდა 400-მდე დამკვირვებელი და 21 მობილური ჯგუფი.

Share:

Leave a comment

ნოემბერი 2021
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

სოციალური ქსელები

პუბლიკაციები

კვლევა ფიზიკური და იურიდიული პირებისგან პარტიებითვის გაკეთებული შემოწირულობების შესახებ

ვრცლად

კვლევა ფიზიკური და იურიდიული პირებისგან პარტიებითვის გაკეთებული შემოწირულობების შესახებ

ვრცლად