fbpx
ი.ჭავჭავაძის გამზირი 21, II ჩიხი, კორპუსი 4/8 +995 599 404 185 info@cp2020.ge

31/10/2020 Comments (0)

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ – პარტია „ქართული ოცნების“ აქტივისტების მხრიდან ადგილი აქვს ე.წ. „კარუსელებს“

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის დამკვირვებლებმა, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით 400-მდე საარჩევნო უბანს აკვირდებიან, გამოავლინეს ე.წ. „კარუსელის“ რამდენიმე ფაქტი. კერძოდ:

  • მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარული ოლქის N13.22.03 უბანზე დაფიქსირდა ერთიდაიგივე ამომრჩევლის მიერ რამდენიმეჯერ ხმის მიცემისა და ყუთში ზედმეტი კონვერტების ჩაყრის ფაქტები;
  • ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარული ოლქის N23.55 უბანზე დაფიქსირდა მარკირების შემოწმების პროცედურის გარეშე უბანზე შესვლის ფაქტი, ასევე ერთიდაიგივე ამომრჩევლის მიერ რამდენიმეჯერ ხმის მიცემის ფაქტი. ამასთან ერთად, კომისიის თავმჯოდომარემ და მდივანმა არ მიიღეს დამკვირვებლის საჩივარი რეგისტრაციაში;
  • ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარული ოლქის N23.55 უბანზე შედიან არაუფლებამოსილი პირები, რომლებიც ამომრჩევლებთან ერთად ასევე შედია კაბინაში. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ მოცემულ უბანზე ამომრჩეველს არ უკეთდება მარკირების პროცედურა და ადგილი აქვს ერთი და იგივე ამომრჩევლის მიერ რამდენიმეჯერ ხმის მიცემას;
  • მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარული ოლქის N22.02 უბანზე ჩანაწერთა წიგნში მითითებული გადასატანი ყუთის ლუქის ნომერი არ ემთხვევა რეალურად გადასატანი ყუთის ლუქის ნომერს;
  • ზუგდიდის მაჟორიტარული ოლქის N67.47 უბანზე კომისიის რეგისტრატორი წევრი შეგნებულად არ აწერდა ხელს ბიულეტინზე ამომრჩევლის რეგისტრაციისას.
  • სამგორის მაჟორიტარულ ოლქში, N06.36 უბანზე გადასატანი ყუთი უბანზე დაბრუნდა დაულუქავი;
  • სამგორის მაჟორიტარულ ოლქში, N06.35 უბანზე გადასატანი ყუთი უბანზე დაბრუნდა დაულუქავი;
  • მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარული ოლქის N13.22.83 ამომრჩეველთა სიის კედლის ვერსიაში მითითებული ამომრჩევლის გვარის გასწვრივ მიწერილია, რომ ამომრჩეველი იმყოფება საზღვარგარეთ, თუმცა მოცემული ამომრჩევლის გრაფაში გაკეთებულია ხელმოწერა.

საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნებზე ფიქსირდება ზოგადი დარღვევა. კერძოდ, არ ხდება რეგისტრატორთან ამომრჩევლების იდენტიფიცირება. რეგისტრატორები ხშირად არ ითხოვენ პირბადის მოხსნას.

სამოქალაქო პლატფორმა 20/20” ცესკოს მიერ რეგისტრირებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა. არჩევნების თავისუფალ, მშვიდ და მიუკერძოვებელ გარემოში ჩატარებას და ამომჩეველის მიერ კონსტიტუციური ხმის უფლების და ნების გამოხატვას, საქართველოს მასშატაბით, 24 ოლქში აკვირდება ორგანიზაციის  392 დამკვირვებელი და 21 მობულური ჯგუფი.  დამკვირვებლებისთვის  შეიქმნა სპეციალური სახელმძღვანელო, საარჩევნო კოდექსის ფარგლებში, უბნებზე მათი უფლებების და მოვალეობების შესახებ,  მომზადდა დამკვირვებლის ანგარიშის და საჩივრის ფორმები. ორგანიზაციის  მობილური ჯგუფები სპეციალურად შექმნილი ჩექლისტის საფუძველზე ამოწმებენ საარჩევნო უბნებს. ასევე, „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ში მუშაბს იურისტთა ჯგუფი, რომელიც  საუბნო დამკვირვებლებს დისტანციურად უწევს კონსულტაციას სამართალდარღვევების შემთხვევაში და, საჭიროებიდან გამომდინარე, ერთვება  საჩივრის მომზადების პროცესში.

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის ოფისში მუშაობს ქოლ-ცენტრი, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, დარეკონ ცხელ ხაზზე: 599 404 185 ან დაუკავშირდნენ ორგანიზაციას  Facebook გვერდის მესინჯერში და შეატყობინონ მათ მიერ დაფიქირებული დარღვევის შესახებ, მოაწოდონ ვიდეო და ფოტო მასალა. 

Share:

Leave a comment

ნოემბერი 2021
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

სოციალური ქსელები

პუბლიკაციები

კვლევა ფიზიკური და იურიდიული პირებისგან პარტიებითვის გაკეთებული შემოწირულობების შესახებ

ვრცლად

კვლევა ფიზიკური და იურიდიული პირებისგან პარტიებითვის გაკეთებული შემოწირულობების შესახებ

ვრცლად