fbpx
ი.ჭავჭავაძის გამზირი 21, II ჩიხი, კორპუსი 4/8 +995 599 404 185 info@cp2020.ge

01/12/2020 Comments (0)

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ ადვოკატ თენგიზ კახიძის დაჯარიმების ფაქტს აპროტესტებს

2020 წლის 28 ნოემბერს ადვოკატი თენგიზ კახიძე, იზოლაციის და კარანტინის წესების დარღვევის გამო 2000 ლარით დააჯარიმეს. ადვოკატის განცხადებით, ის პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდა, კერძოდ, აწარმოებდა მოწმეების გამოკითვას, რა დროსაც  კომენდატის საათით დაწესებული შეზღუდვები ამოქმედდა.

მიგვაჩნია, რომ პანდემიის პერიოდში დაწესებული შეზღუდვები არ უნდა გახდეს პროფესიული საქმიანობისთვის ხელშემშლელი გარემოება. მნიშვნელოვანია, სამართალდამცველმა უწყებებმა გადაწყვეტილების მიღების პროცესში თანაზომიერების და გონივრულობის ფარგლებში იმოქმედონ.

თენგიზ კახიძე ბოლო პერიოდში სამართლებრივ დახმარებას უწევდა ბათუმში მიმდინარე აქციების დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებულ სამოქალაქო აქტივისტებს და პროტესტის მონაწილეებს.

მოვუწოდებთ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს, აღნიშნულ რეგულაციებს ნუ გამოიყენებენ  მოქალაქეებზე ზემოქმედების საშუალებად. „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ თვალყურს მიადევნებს აღნიშნულ ფაქტს და საჭიროების შემთხვევაში, ყველა საჭირო და აუცილებელ დახმარებას გაუწევს  თენგიზ კახიძეს.

Share:

Leave a comment

სექტემბერი 2021
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

სოციალური ქსელები

პუბლიკაციები

კვლევა ფიზიკური და იურიდიული პირებისგან პარტიებითვის გაკეთებული შემოწირულობების შესახებ

ვრცლად

კვლევა ფიზიკური და იურიდიული პირებისგან პარტიებითვის გაკეთებული შემოწირულობების შესახებ

ვრცლად