fbpx
ი.ჭავჭავაძის გამზირი 21, II ჩიხი, კორპუსი 4/8 +995 599 404 185 info@cp2020.ge

11/12/2020 Comments (0)

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“: მეათე მოწვევის პარლამენტი სრულყოფილად ვერ განახორციელებს მის უფლებამოსილებას

2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებმა ძალიან დიდი საფრთხე შეუქმნა ქართულ დემოკრატიას.  დემოკრატიის  პრინციპების თანახმად, მოქალაქეების მიერ ხელისუფლების კონტროლის ძირითადი საშუალება სწორედ თავისუფალი არჩევნებია.  არჩევნები სახელმწიფოს დემოკრატიულობის აუცილებელი პირობაა და არა მისი გარანტი.

2020 წლის 31 ოქტომბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვერ შეასრულა საკუთარი ვალდებულება და პასუხისმგებლობა და ვერ შექმნა გარანტიები,  რათა არჩევნები ჩატარებულიყო საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი  საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.  საარჩევნო პრინციპები, მცირე გამონაკლისის გარდა, უმთავრესად, მთელ საარჩევნო პროცესზე მოქმედებს და მარტო არჩევნების (კენჭისყრის) დღით არ შემოიფარგლება. საარჩევნო პრინციპებს ამომრჩევლისთვის და თავად საარჩევნო სუბიექტებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

სამართლიანი საარჩევნო პროცესი ხელს უწყობს თანამედროვე, პლურალისტული საზოგადოების ჩამოყალიბებას და ქმნის დემოკრატიული საზოგდაოებრივი წესწყობილების ფუნდამენტს. დემოკარატიული საზოგადოებრივი წესწყობილება ეფუძნება თითოეული მოქალაქის თავისუფალი თვითგამორკვევისა და ღირსების პატივისცემის იდეას. თანამედროვე მსოფლიოში სახელმწიფოსა და საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი არჩევნებია, რომელიც საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, ზეგავლენა მოახდინონ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.

ის, რომ დღეს საქართველოს პარლამენტი შეიკრიბა არასრული შემადგენლობით, ეს არის მნიშვნელოვანი საფრთხე იმ 30-წლიანი მონაპოვარისა, რაც ქართველმა ხალხმა დიდი შრომითა და დაღვრილი სისხლით მოიპოვა. ერთპარტიული პარლამენტი არის უკან გადაგმული ნაბიჯი ქართული სახელმწიფოსთვის და ასუსტებს საქართველოს პარლამენტის ფუქნციას და როლს.

ერთპარტიული პარლამენტი და „ქართული ოცნების“ ლიდერის განცხადება, რომელიც მუქარას და არაკონსტიტუციური საფუძვლებით ძირითადი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების და ლიდერების დევნას გულისხმობდა, ვერ იქნება მოტივაცია ჩიხიდან გამოსვლის.  ძალაუფლება სახელმწიფოში ერთი პარტიის ხელში არის მოქცეული, შესაბამისად მის წარმომადგენლებს აქვთ პასუხისმგებლობა, იყვნენ უფრო დამთმობები და შექმნან ყველა პირობა, რათა მიმდინარე პროცესები დაუბრუნდეს დემოკრატიულ პოლიტიკურ ჩარჩოს.

საქართველოს პარლამენტის მე-10 მოწვევა ვერ იქნება სრულფასოვანი და ვერ განახორციელებს სრულყოფილად მის უფლებამოსილებას. კერძოდ, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორებიცაა, სახალხო დამცველის არჩევა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა. ასევე ვერ წარადგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს. ვერ მიიღებს სხვადასხვა სახის კანონებს და ვერ განახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს პარლამენტში, საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიერ დადგენილი პირობებით, ვერ შეიქმნება დროებით საგამოძიებო კომისია  და რეალურად ოპოზიციის გარეშე თითქმის შეუძლებელი გახდება, საქართველოს პარლამენტმა განახორცოს რეალური საპარლამენტო კონტროლი.

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ მოუწოდებს მხარეებს გააგრძელონ მოლაპარაკებები აღნიშნული კრიზისიდან გამოსვლის გზების ძიებისთვის. ჩვენ, ჩვენი მხრიდან მზად ვართ აქტიურად ჩავერთოთ ამ პროცესში და პოზიტიური როლი შევასრულოთ, რათა მიღწეული იქნას მნიშვნელოვანი შეთანხმებები სხვადასხვა პრობლემურ საკითხებზე. „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო სისტემის და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმებთან დაკავშირებულ განხილვებში.

Share:

Leave a comment

ოქტომბერი 2021
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

სოციალური ქსელები

პუბლიკაციები

კვლევა ფიზიკური და იურიდიული პირებისგან პარტიებითვის გაკეთებული შემოწირულობების შესახებ

ვრცლად

კვლევა ფიზიკური და იურიდიული პირებისგან პარტიებითვის გაკეთებული შემოწირულობების შესახებ

ვრცლად