fbpx
ი.ჭავჭავაძის გამზირი 21, II ჩიხი, კორპუსი 4/8 +995 599 404 185 info@cp2020.ge

14/09/2020 Comments (0)

“სამოქალაქო პლატფორმა 20/20”-ის გუნდის წევრები ისრაელის ელჩს საქართველოში რან გიდორს შეხვდნენ

სამოქალაქო პლატფორმა 20/20”-ის გამგეობის წევრები ისრაელის ელჩს საქართველოში რან გიდორს შეხვდნენ. შეხვედრა პლატფორმის ოფისში გაიმართა. შეხვედრაზე “სამოქალაქო პლატფორმა 20/20”-ის პროგრამების დირექტორმა ლაშა ფარულავამ ელჩს 20/20-ის სადამკვირვებლო საქმიანობის მეთოდიკა და აქტივობები გააცნო, რომელსაც, სადამკვივებლო მისიის ფარგლებში, “სამოქალაქო პლატფორმა 20/20” წინასაარჩევნოდ ახორციელებს. როგორც ელჩმა აღნიშნა, წელს პანდემიით გამოწვეული ვითარების გამო, არჩევნებზე...

ვრცლად
12/09/2020 Comments (0)

„სამოქალქო პლატფორმა 20/20“-მა საპარლამენტო არჩევნებისთვის დამკვირვებლების მომზადება დაიწყო

„სამოქალქო პლატფორმა 20/20“-მა საპარლამენტო არჩევნებისთვის დამკვირვებლების მომზადება დაიწყო.  საარჩევნო სკოლა 20/20 გაიხსნა, სადაც  მონაწილეები გაივლიან სასერთიფიკატო კურსს საარჩევნო საკითხებში. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა და “სამოქალაქო პლატფორმა 20/20”-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თენგო თევზაძემ განაცხადა, პანდემიის გამო, საარჩევნო სკოლა დამკვირვებლებს რამდენიმე ნაკადად, მცირე ჯგუფებში მოამზადებს. „მონაწილეები სამდღიან ტრენინგზე  გაეცნობიან საარჩევნო კამპანიის თავისებურებებს, არჩევნების...

ვრცლად
11/09/2020 Comments (0)

“სამოქალაქო პლატფორმა 20/20”-ის დამკვირვებელი მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში არ შეუშვეს

“სამოქალაქო პლატფორმა 20/20”-ის დამკვირვებელი მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში არ შეუშვეს და საარჩევნო პროცესზე დაკვირვების უფლება არ მისცეს. “სამოქალაქო პლატფორმა 20/20”-ის დამკვირვებლის გიორგი მუმლაძის თქმით, საოლქო კომისიაში ტემპერატურის საზომი აპარატით მოახდინეს მანიპულირება. საოლქო საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციულ შენობაში შესვლისას, დაცვამ მას სიცხე გაუზომა, აპარატმა 35.5 დააფიქსირა და შენობაში შეუშვეს. თუმცა, ამის...

ვრცლად
10/09/2020 Comments (0)

“სამოქალაქო პლატფორმა 20/20” მოუწოდებს ცესკოს, დროულად მიანიჭოს ნომერი პოლიტიკურ სუბიექტებს

“სამოქალაქო პლატფორმა 20/20” მოუწოდებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, დროულად მიანიჭოს ნომერი პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებმაც უკვე გაიარეს რეგისტრაცია. როგორც “სამოქალაქო პლატფორმა 20/20”-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თენგო თევზაძემ განაცხადა, პოლიტიკური პარტიებისთვის საარჩევნო ნომრის დროულად მინიჭება მნიშვნელოვანია, რათა პოლიტიკური სუბიექტები თანაბარ მდგომარეობაში იყვნენ და მათ შესაძლებლობა მიეცეთ ჩაატარონ სრულყოფილი საარჩევნო კამპანია. „ცენტრალური საარჩევნო კომისია...

ვრცლად
10/09/2020 Comments (0)

სქემა, რომლითაც ქართული ოცნება ხელისუფლების შენარჩუნებას გეგმავს

მმართველი პარტია, სავარაუდოდ, გამოიყენებს კორონავირუსის თემას და შეეცდება, შექმნილი ვითარება ძალაუფლების შენარჩუნებისთვის გამოიყენოს, – ამის შესახებ „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ს თავმჯდომარემ ვასო ურუშაძემ განაცხადა. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ სასურველი შედეგის მისაღებად არჩევნებზე დაბალი აქტივობა სჭირდება, შესაბამისად, არ არის გამორიცხული აქტივობის შესამცირებლად გამოიყენოს პროპაგანდის ინსტრუმენტები. კერძოდ, ყოველდღიურად კორონავირუსის რისკებისა და საფრთხეების...

ვრცლად
08/09/2020 Comments (0)

“სამოქალაქო პლატფორმა 20/20”-მა პოლიტიკურ პარტიებთან საკორდინაციო შეხვედრები დაიწყო

“სამოქალაქო პლატფორმა 20/20”-მა პოლიტიკურ პარტიებთან საკორდინაციო შეხვედრები დაიწყო. პლატფორმის წევრები ყველა პარტიის წარმომადგენლებს შეხვდებიან და სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე სამოქალაქო პლატფორმა 20/20 -ის სამოქმედო გეგმას გააცნობენ. როგორც “სამოქალაქო პლატფორმა 20/20”-ის თავმჯდომარემ ვასო ურუშაძემ განაცხადა , პლატფორმის მიზანია ჰქონდეს აქტიური კომუნიკაცია არჩევნებში მონაწილე სუბიექტებთან, “ჩვენ უნდა შევქმნათ თანამშრომლობის...

ვრცლად
07/09/2020 Comments (0)

“სამოქალაქო პლატფორმა 20/20”-ის შეხვედრა კორეის საელჩოში

სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის გუნდის წევრები კორეის რესპუბლიკის კონსულს კო ოკ სოკს და საქმეთა დროებით რწმუნებულს დაესუ ჩანგს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო პლატფორმა 20/20-ის და კორეის რესპუბლიკის სამომავლო პარტნიორობასა და სამომავლო გეგმებს.

ვრცლად
04/09/2020 Comments (0)

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-მა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის სტატუსი მიიღო

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციად  დაარეგისტრირა. ამის შესახებ განკარგულება N80/2020 ცესკომ 3 სექტემბერს მიიღო.

ვრცლად
04/09/2020 Comments (0)

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ მოითხოვს, ცესკომ შეიმუშაოს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შერჩევის სტანდარტი

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“  ცესკოსგან მოითხოვს შემუშავდეს სტანდარტი და კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც მოხდება საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შერჩევა. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის პროგრამების დირექტორმა ლაშა ფარულავამ განაცხადა, 5 სექტემბერს იწყება საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკურსი, თუმცა დღემდე არ არსებობს კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც მოხდება კონკურსში მონაწილეთა დოკუმენტების...

ვრცლად
02/09/2020 Comments (0)

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ მიესალმება ცესკოს მიერ პროტოკოლის მიღებას

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ მიესალმება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის მიერ პროტოკოლის მიღებას, რომელიც პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარების წესებს ადგენს. როგორც  „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის პროგრამების დირექტორმა ლაშა ფარულავამ განაცხადა, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მიღებული დადგენილება, რომლითაც საარჩევნო კომისიებში შესვლა-გასვლისას და გადაადგილებისას სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები დადგინდა, დროულია. „შესაბამისი პროტოკოლის შემუშავებას და გამოქვეყნებას „სამოქალაქო პლატფორმა...

ვრცლად
იანვარი 2022
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

სოციალური ქსელები

პუბლიკაციები

კვლევა ფიზიკური და იურიდიული პირებისგან პარტიებითვის გაკეთებული შემოწირულობების შესახებ

ვრცლად

კვლევა ფიზიკური და იურიდიული პირებისგან პარტიებითვის გაკეთებული შემოწირულობების შესახებ

ვრცლად