fbpx
ი.ჭავჭავაძის გამზირი 21, II ჩიხი, კორპუსი 4/8 +995 599 404 185 info@cp2020.ge

01/09/2020 Comments (0)

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ მოითხოვს, ცესკომ პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარების პროტოკოლი დროულად გამოაქვეყნოს

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ მოითხოვს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დროულად შეიმუშაოს და გამოაქვეყნოს პროტოკოლი, რომლითაც აპირებს პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარებას. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თენგო თევზაძემ განაცხადა, შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე ფაქტია, რომ არჩევნები ჩვეულ რეჟიმში ვერ ჩაივლის. „საარჩევნო უბნებზე რიგების თავიდან ასაცილებლად, აგრეთვე, კომისიის წევრების,...

ვრცლად
27/08/2020 Comments (0)

“სამოქალაქო პლატფორმა 20/20”-ის გუნდის წევრები IRI-ის წარმომადგენელ ჯონ პოლ დიპიროს შეხვდნენ

დღეს “სამოქალაქო პლატფორმა 20/20”-ის გუნდის წევრები IRI-ის წარმომადგენელ ჯონ პოლ დიპიროს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო პლატფორმა 20/20-ის და IRI-ის სამომავლო პარტნიორობასა და სამოქმედო გეგმებს.

ვრცლად
13/08/2020 Comments (0)

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-მა საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პროცესის შეფასება/ანგარიში გამოაქვეყნა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და საარჩევნო დღისთვის ცესკომ უნდა შექმნას ყველა მექანიზმი, რათა ეპიდემიის გავრცელების საფრთხის პირობებში, დამკვირვებლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა დააკვირდნენ არჩევნებს და ასევე დაცული იყოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, – აღნიშნულია „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“- ის მიერ მომზადებულ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პროცესის შეფასება/ანგარიშში. როგორც „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა...

ვრცლად
09/08/2020 Comments (0)

ლაშა ფარულავა: „კრიმინოგენული ვითარების გაუარესება რეგიონებში, ნეგატიურ გავლენას მოახდენს საარჩევნო პროცესზე“

„საქართველოს რეგიონებში კრიმინოგენული ვითარების გაუარესება ნეგატიურ გავლენას მოახდენს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარებაზე“,- ამის შესახებ “სამოქალაქო პლატფორმა 20/20”-ის პროგრამების დირექტორმა ლაშა ფარულავამ განაცხადა. მისი თქმით, რეგიონებში არსებულ რთულ კრიმინოგენულ სიტუაციაზე მეტყველებს ახალქალაქში განვითარებული მოვლენები, რომლის პრევენციაც ვერ შეძლო ადგილობრივმა პოლიციამ. „საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, ცენტრალურმა და...

ვრცლად
07/08/2020 Comments (0)

აგვისტოს ომის მეთორმეტე წლისთავზე მერაბ კოსტავას მუზეუმის ეზოში დღეს თაობათა ეროვნული თანხმობის აქტი გაფორმდა

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის ინიციატივით, აგვისტოს ომის მეთორმეტე წლისთავთან დაკავშირებით მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმის ეზოში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ჯარისკაცები, ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები დღეს შეიკრიბნენ და თაობათა ეროვნული თანხმობის აქტს მოაწერეს ხელი. როგორც შეკრების ორგანიზატორმა, „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის წარმომადგენელმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და მთლიანობის მთავარი...

ვრცლად
06/08/2020 Comments (0)

თენგო თევზაძე: „მთავრობის დღევანდელი ინიციატივა ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოპოვების მცდელობად შეიძლება შეფასდეს“

საქართველოს მთავრობის მიერ დღეს გაცხადებული ინიციატივა, რომელიც გულისხმობს კიდევ 80 ათასი ადამიანის 300 ლარით ერთჯერადად დახმარებას, ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოპოვების მცდელობად შეიძლება შეფასდეს.“ – ამის შესახებ „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა თენგო თევზაძემ განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია რომ მთავრობის სოციალური პოლიტიკა იყოს დაბალანსებული და არ არსებობდეს აღქმა, რომ საბიუჯეტო...

ვრცლად
05/08/2020 Comments (0)

სამოქალაქო პლატფორმა 20/20 საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის მიმართვას ავრცელებს

სამოქალაქო პლატფორმა 20/20 საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის მიმართვას ავრცელებს და მათ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად საპროცედურო საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს. როგორც 20/20-ის მიმართვაშია აღნიშნული, ორგანიზაცია მზად არის დაეხმაროს ემიგრანტებს, რომლებსაც სურვილი აქვთ მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო არჩევნებში. „თუ გაქვთ კითხვები საკონსულო აღრიცხვასთან  ან ამომრჩეველთა სიაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით ან შეგექმნათ ტექნიკური...

ვრცლად
04/08/2020 Comments (0)

თენგო თევზაძე: „აუცილებელია გაძლიერდეს მუნიციპალიტეტებზე მონიტორინგი არასამთავრობო სექტორის მხრიდან“

„სამსახურიდან შესაძლო პოლიტიკური ნიშნით ადამიანების განთავისუფლების და ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის აქტები საფრთხეს უქმნის სამართლიან საარჩევნო პროცესს,“ – ამის შესახებ „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ -ის აღმასრულებელმა დირექტორმა თენგო თევზაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები წინასაარჩევნო და საარჩევნო კამპანიის პერიოდში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. „აუცილებელია გაძლიერდეს მონიტორინგი არასამთავრობო სექტორის მხრიდან...

ვრცლად
01/08/2020 Comments (0)

“სამოქალაქო პლატფორმა 20/20” საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება

“სამოქალაქო პლატფორმა 20/20”, რომლის პრეზენტაციაც ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში დღეს გაიმართა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება. როგორც პლატფორმის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე 20/20-ის თავმჯდომარემ ვასო ურუშაძემ განაცხადა, ახლად დაფუძნებულ პლატფორმას ბევრი გრძელვადიანი გეგმა გააჩნია და თანმიმდევრულად და გეგმაზომიერად აპირებს აქტიურ საქმიანობას. „20/20-ს მიზანია დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების ხელშეწყობა და ევრო- ატლანტიკურ სტრუქტურებში...

ვრცლად
იანვარი 2022
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

სოციალური ქსელები

პუბლიკაციები

კვლევა ფიზიკური და იურიდიული პირებისგან პარტიებითვის გაკეთებული შემოწირულობების შესახებ

ვრცლად

კვლევა ფიზიკური და იურიდიული პირებისგან პარტიებითვის გაკეთებული შემოწირულობების შესახებ

ვრცლად