fbpx
ი.ჭავჭავაძის გამზირი 21, II ჩიხი, კორპუსი 4/8 +995 599 404 185 info@cp2020.ge

ჩვენს შესახებ

ა(ა)ი.პ “სამოქალაქო პლატფორმა 20/20” წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაფუძნებულ არასამეწარმეო, არაკომერციულ, იურიდიულ პირს.

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ აერთიანებს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, აკადემიური წრეების წარმომადგენლებს და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წევრებს.

პლატფორმის მიზანია დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების ხელშეწყობა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს და რეგიონის ქვეყნების ინტეგრაციის მხარდაჭერა; ადამიანის უფლებების და შეზღუდული მმართველობის იდეის განუხრელი დაცვა; საარჩევნო სისტემის მონიტორინგი და საერთაშორისოდ აღიარებული საარჩევნო პრინციპების დაცვა; სახელმწიფოს, საარჩევნო ადმინისტრაციის და პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა, არჩევნების სამართლიან და თანასწორ გარემოში ჩატარების მიზნით. აგრეთვე, საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის ქვეყნის რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

ჩვენი მისიაა, ვიყოთ საქართველოში მიმდინარე სახელწმიფო რეფორმების და საარჩევნო პროცესის მონიტორინგის პირველწყარო; დავეხმაროთ მთავრობას და ზოგადად საზოგადოებას იმ მიმართულებების განვითარებაში და რეფორმირების პროცესში რომელიც ჩვენი ქყვენისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად ითვლება.

ჩვენი აქტიობებით გავაძლიეროთ სამოქალაქო საზოგადოება და სახელმწიფო ინსტიტუტები და ხელი შევუწყოთ ეფექტურ მმართველობას. ჩვენი მიზნების განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია ა(ა)ი.პ სამოქალაქო პლატფორმა გახდეს ადკოტარირებაზე, უფლებების დაცვაზე და სახელმწიფო ინსტიტუტების მონიტორინგზე ორიენტირებული წამყვანი კვლევითი ორგანიზაცია.

ა(ა)ი.პ სამოქალაქო პლატფორმა 20/20 თავისი საქმიანობით ცდილობს საქართველო გახდეს ქვეყანა სადაც მოქალაქეები ჩართულნი იქნებიას სახელმწიფო პოლიტიკის შექმნაში და აქტიურად გამოიყენებ საკუთარ აქტიურ და პასიურ საარჩევნო უფლებებს.

მისია

მიზანი

  • დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების ხელშეწყობა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს და რეგიონის ქვეყნების ინტეგრაციის მხარდაჭერა;
  • საქართველოს რეგიონალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ჰაბად ჩამოყალიბების  პროცესის  ხელშეწყობა;
  • საარჩევნო სისტემის მონიტორინგი;
  • ადამიანის ძირითადი უფლებების, მათ შორის სოციალური, კულტურული და ეკონომიკური უფლებების დაცვა და განმტკიცება;
  • რეგიონის მდგრადი განვითარების პრინციპებიდან გამომდინარე აბრეშუმის გზის, როგორც მსოფლიო  ეკონომიკური სარტყელის, შესაძლებლობების ეფექტური გამოყენების  ხელშეწყობა –  საგადასახადო და იუსტიციის სისტემების ჰარმონიზაციით.

ჩვენი გუნდი

ვასილ ურუშაძე
თავმჯდომარე
ვასილ ურუშაძე
თენგო თევზაძე
აღმასრულებელი დირექტორი
თენგო თევზაძე
ლაშა ფარულავა
პროგრამების დირექტორი
ლაშა ფარულავა

პარტნიორები