fbpx
ი.ჭავჭავაძის გამზირი 21, II ჩიხი, კორპუსი 4/8 +995 599 404 185 info@cp2020.ge

04/09/2020 Comments (0)

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-მა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის სტატუსი მიიღო

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციად  დაარეგისტრირა. ამის შესახებ განკარგულება N80/2020 ცესკომ 3 სექტემბერს მიიღო.

ვრცლად
04/09/2020 Comments (0)

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ მოითხოვს, ცესკომ შეიმუშაოს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შერჩევის სტანდარტი

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“  ცესკოსგან მოითხოვს შემუშავდეს სტანდარტი და კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც მოხდება საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შერჩევა. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის პროგრამების დირექტორმა ლაშა ფარულავამ განაცხადა, 5 სექტემბერს იწყება საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკურსი, თუმცა დღემდე არ არსებობს კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც მოხდება კონკურსში მონაწილეთა დოკუმენტების...

ვრცლად
02/09/2020 Comments (0)

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ მიესალმება ცესკოს მიერ პროტოკოლის მიღებას

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ მიესალმება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის მიერ პროტოკოლის მიღებას, რომელიც პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარების წესებს ადგენს. როგორც  „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის პროგრამების დირექტორმა ლაშა ფარულავამ განაცხადა, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მიღებული დადგენილება, რომლითაც საარჩევნო კომისიებში შესვლა-გასვლისას და გადაადგილებისას სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები დადგინდა, დროულია. „შესაბამისი პროტოკოლის შემუშავებას და გამოქვეყნებას „სამოქალაქო პლატფორმა...

ვრცლად
01/09/2020 Comments (0)

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ მოითხოვს, ცესკომ პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარების პროტოკოლი დროულად გამოაქვეყნოს

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ მოითხოვს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დროულად შეიმუშაოს და გამოაქვეყნოს პროტოკოლი, რომლითაც აპირებს პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარებას. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თენგო თევზაძემ განაცხადა, შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე ფაქტია, რომ არჩევნები ჩვეულ რეჟიმში ვერ ჩაივლის. „საარჩევნო უბნებზე რიგების თავიდან ასაცილებლად, აგრეთვე, კომისიის წევრების,...

ვრცლად
13/08/2020 Comments (0)

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-მა საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პროცესის შეფასება/ანგარიში გამოაქვეყნა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და საარჩევნო დღისთვის ცესკომ უნდა შექმნას ყველა მექანიზმი, რათა ეპიდემიის გავრცელების საფრთხის პირობებში, დამკვირვებლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა დააკვირდნენ არჩევნებს და ასევე დაცული იყოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, – აღნიშნულია „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“- ის მიერ მომზადებულ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პროცესის შეფასება/ანგარიშში. როგორც „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა...

ვრცლად
09/08/2020 Comments (0)

ლაშა ფარულავა: „კრიმინოგენული ვითარების გაუარესება რეგიონებში, ნეგატიურ გავლენას მოახდენს საარჩევნო პროცესზე“

„საქართველოს რეგიონებში კრიმინოგენული ვითარების გაუარესება ნეგატიურ გავლენას მოახდენს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარებაზე“,- ამის შესახებ “სამოქალაქო პლატფორმა 20/20”-ის პროგრამების დირექტორმა ლაშა ფარულავამ განაცხადა. მისი თქმით, რეგიონებში არსებულ რთულ კრიმინოგენულ სიტუაციაზე მეტყველებს ახალქალაქში განვითარებული მოვლენები, რომლის პრევენციაც ვერ შეძლო ადგილობრივმა პოლიციამ. „საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, ცენტრალურმა და...

ვრცლად
07/08/2020 Comments (0)

აგვისტოს ომის მეთორმეტე წლისთავზე მერაბ კოსტავას მუზეუმის ეზოში დღეს თაობათა ეროვნული თანხმობის აქტი გაფორმდა

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის ინიციატივით, აგვისტოს ომის მეთორმეტე წლისთავთან დაკავშირებით მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმის ეზოში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ჯარისკაცები, ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები დღეს შეიკრიბნენ და თაობათა ეროვნული თანხმობის აქტს მოაწერეს ხელი. როგორც შეკრების ორგანიზატორმა, „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის წარმომადგენელმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და მთლიანობის მთავარი...

ვრცლად
06/08/2020 Comments (0)

თენგო თევზაძე: „მთავრობის დღევანდელი ინიციატივა ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოპოვების მცდელობად შეიძლება შეფასდეს“

საქართველოს მთავრობის მიერ დღეს გაცხადებული ინიციატივა, რომელიც გულისხმობს კიდევ 80 ათასი ადამიანის 300 ლარით ერთჯერადად დახმარებას, ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოპოვების მცდელობად შეიძლება შეფასდეს.“ – ამის შესახებ „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა თენგო თევზაძემ განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია რომ მთავრობის სოციალური პოლიტიკა იყოს დაბალანსებული და არ არსებობდეს აღქმა, რომ საბიუჯეტო...

ვრცლად
05/08/2020 Comments (0)

სამოქალაქო პლატფორმა 20/20 საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის მიმართვას ავრცელებს

სამოქალაქო პლატფორმა 20/20 საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის მიმართვას ავრცელებს და მათ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად საპროცედურო საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს. როგორც 20/20-ის მიმართვაშია აღნიშნული, ორგანიზაცია მზად არის დაეხმაროს ემიგრანტებს, რომლებსაც სურვილი აქვთ მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო არჩევნებში. „თუ გაქვთ კითხვები საკონსულო აღრიცხვასთან  ან ამომრჩეველთა სიაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით ან შეგექმნათ ტექნიკური...

ვრცლად
  • 1
  • 2
ნოემბერი 2021
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

სოციალური ქსელები

პუბლიკაციები

კვლევა ფიზიკური და იურიდიული პირებისგან პარტიებითვის გაკეთებული შემოწირულობების შესახებ

ვრცლად

კვლევა ფიზიკური და იურიდიული პირებისგან პარტიებითვის გაკეთებული შემოწირულობების შესახებ

ვრცლად