fbpx
ი.ჭავჭავაძის გამზირი 21, II ჩიხი, კორპუსი 4/8 +995 599 404 185 info@cp2020.ge

11/12/2020 Comments (0)

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“: მეათე მოწვევის პარლამენტი სრულყოფილად ვერ განახორციელებს მის უფლებამოსილებას

2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებმა ძალიან დიდი საფრთხე შეუქმნა ქართულ დემოკრატიას.  დემოკრატიის  პრინციპების თანახმად, მოქალაქეების მიერ ხელისუფლების კონტროლის ძირითადი საშუალება სწორედ თავისუფალი არჩევნებია.  არჩევნები სახელმწიფოს დემოკრატიულობის აუცილებელი პირობაა და არა მისი გარანტი. 2020 წლის 31 ოქტომბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვერ შეასრულა საკუთარი ვალდებულება და პასუხისმგებლობა და ვერ...

ვრცლად
01/12/2020 Comments (0)

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ ადვოკატ თენგიზ კახიძის დაჯარიმების ფაქტს აპროტესტებს

2020 წლის 28 ნოემბერს ადვოკატი თენგიზ კახიძე, იზოლაციის და კარანტინის წესების დარღვევის გამო 2000 ლარით დააჯარიმეს. ადვოკატის განცხადებით, ის პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდა, კერძოდ, აწარმოებდა მოწმეების გამოკითვას, რა დროსაც  კომენდატის საათით დაწესებული შეზღუდვები ამოქმედდა. მიგვაჩნია, რომ პანდემიის პერიოდში დაწესებული შეზღუდვები არ უნდა გახდეს პროფესიული საქმიანობისთვის ხელშემშლელი გარემოება. მნიშვნელოვანია, სამართალდამცველმა უწყებებმა...

ვრცლად
20/11/2020 Comments (0)

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის განცხადება არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით

21 ნოემბერს, ჩატარდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური.  მეორე ტურზე, “სამოქალაქო პლატფორმა 20/20” დააკვირდება თბილისის 8 საარჩევნო ოლქში მიმდინარე საარჩევნო პროცესს. “სამოქალაქო პლატფორმა 20/20”-ის 8 მობილური ჯგუფი და 30 მოხალისე (საარჩევნო უბნებზე) დააკვირდება კენჭისყრის პროცესს 08:00-დან 20:00 საათამდე. ჩვენი ორგანიზაცია არ აპირებს დააკვრიდეს ხმის დათვლის პროცესს, ვინაიდან მიგვაჩნია,...

ვრცლად
06/11/2020 Comments (0)

ალიკა კუპრავა: „გაბათილებულია ბიულეტინების უპრეცენდენტოდ მაღალი რაოდენობა – 146 192 ბიულეტინი“

„31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა ბათილი ბიულეტინების უპრეცენდენტოდ მაღალი რაოდენობა. გაბათილებულია 146 192 ბიულეტინი.“- ამის შესახებ „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის დამკვირვებელმა, იურისტმა ალიკა კუპრავამ განაცხადა. მისი თქმით,  ბათილი ბიულეტინების საერთო რაოდენობის 4,12%, კერძოდ, 81 288 ბიულეტინი მაჟორიტარულია, ხოლო 3,29 %, 64 904 ბიულეტინი –  პროპორციული. „მაშინ, როცა ყველა ხმას, ზოგიერთ...

ვრცლად
04/11/2020 Comments (0)

ლაშა ფარულავა: „არჩევნები იყო არაორგანიზებული და მძიმე, დემოკრატიის ხარისხით კი უკან გადადგმული ნაბიჯი“

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები იყო არაორგანიზებული და მძიმე, დემოკრატიის ხარისხით კი უკან გადადგმული ნაბიჯი, – ამის შესახებ „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის სადამკვირვებლო პროგრამის დირექტორმა ლაშა ფარულავამ განაცხადა. მისი თქმით, შედეგების მანიპულაციის ფონზე შეუძლებელი იყო სწორი და დაბალანსებული ოქმების შედგენა, რადგან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ვერ ხვდებოდნენ, თუ როგორ გაესწორებინათ...

ვრცლად
01/11/2020 Comments (0)

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შეფასების წინასწარი განცხადება

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მძიმედ აფასებს. ბოლო რამდენიმე საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო ყველაზე ცუდად ორგანიზებული არჩევნები. არჩევნების დღეს, მნიშვნელოვან პროცედურულ დარღვევებთან ერთად, ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე ზემოქმედებას, დარღვეული იყო ამომრჩევლის კონსტიტუციური უფლებები, ამომრჩევლებს არ ეძლეოდათ შესაძლებლობა მშვიდ და...

ვრცლად
31/10/2020 Comments (0)

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ – პარტია „ქართული ოცნების“ აქტივისტების მხრიდან ადგილი აქვს ე.წ. „კარუსელებს“

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის დამკვირვებლებმა, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით 400-მდე საარჩევნო უბანს აკვირდებიან, გამოავლინეს ე.წ. „კარუსელის“ რამდენიმე ფაქტი. კერძოდ: მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარული ოლქის N13.22.03 უბანზე დაფიქსირდა ერთიდაიგივე ამომრჩევლის მიერ რამდენიმეჯერ ხმის მიცემისა და ყუთში ზედმეტი კონვერტების ჩაყრის ფაქტები; ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარული ოლქის N23.55 უბანზე დაფიქსირდა მარკირების...

ვრცლად
31/10/2020 Comments (0)

ლაშა ფარულავა:  ხელისუფლებამ დროულად უნდა მოახდინოს რეაგირება  საარჩევნო უბნების გარეთ არსებულ ინციდენტებზე  და  უზრუნველყოს მშვიდი გარემო

„მოვუწოდებთ სამართალდამცველ სტრუქტურებს, მოახდინონ საარჩევნო უბნების გარეთ არსებულ ინციდენტებზე დროული რეაგირება  და უზრუნველყონ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება,“- ამის შესახებ „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის სადამკვირვებლო მისიის დირექტორმა ლაშა ფარულავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ამომრჩევლების აქტივობის ზრდასთან ერთად, დღის მეორე ნახევარში,  განსაკუთრებით გახშირდა უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე ინციდენტების რიცხვი. ადგილი აქვს...

ვრცლად
31/10/2020 Comments (0)

თენგო თევზაძე: ირაკლი კობახიძის განცხადება წაახალისებს უბნებზე ჩვენი დამკვირვებლების მიმართ ძალადობას

პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება წარმოადგენს  „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის სადამკვირვებლო მისიაზე მიზანმიმართულ თავდასხმას, რაც წაახალისებს უბნებზე ჩვენი დამკვირვებლების მიმართ ძალადობას,“ – ამის შესახებ „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თენგო თევზაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, უკვე დაფიქსირდა ორგანიზაციის დამკვირვებლებისთვის საქმიანობაში  ხელის შეშლის არაერთი ფაქტი....

ვრცლად
ნოემბერი 2021
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

სოციალური ქსელები

პუბლიკაციები

კვლევა ფიზიკური და იურიდიული პირებისგან პარტიებითვის გაკეთებული შემოწირულობების შესახებ

ვრცლად

კვლევა ფიზიკური და იურიდიული პირებისგან პარტიებითვის გაკეთებული შემოწირულობების შესახებ

ვრცლად