fbpx
ი.ჭავჭავაძის გამზირი 21, II ჩიხი, კორპუსი 4/8 +995 599 404 185 info@cp2020.ge

21/10/2020 Comments (0)

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-მა ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოსგან“ დაფინანსება მიიღო

საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის პროცესის მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარების მიზნით „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-მა ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოსგან“ დაფინანსება მიიღო. პროექტის ფარგლებში, სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ წინასწარ შერჩეულ ოლქებში კენჭისყრის პროცესს დააკვირდება. ორგანიზაციის დამკვირვებლები შეაფასებენ არჩევნების დღეს გამოავლენენ დარღვევებს, საჩივრებით მიმართავენ საარჩევნო ადმინისტრაციას, დავის სასამართლოში გაგრძელების შემთხვევაში ორგანიზაციის...

ვრცლად
20/10/2020 Comments (0)

“სამოქალაქო პლატფორმა 20/20”-მა ხელი მოაწერა ცესკოს მიერ შემუშავებულ ეთიკის დოკუმენტს

“სამოქალაქო პლატფორმა 20/20”-მა ხელი მოაწერა ცესკოს მიერ შემუშავებულ ეთიკის დოკუმენტს. როგორც “სამოქალაქო პლატფორმა 20/20”-ის სადამკვირვებლო პროგრამის დირექტორმა ლაშა ფარულავამ განაცხადა, “სამოქალაქო პლატფორმა 20/20”-ის დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიცავენ დაწესებულ სტანდარტებს, მიუკერძოებლობის და კეთილსინდისიერების ნაწილში. “მოვუწოდებ ყველა ამომრჩეველს, მივიდეს არჩევნებზე, რადგან თითოეული მათგანის საარჩევნო ხმა მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია”,- განაცხადა ფარულავამ....

ვრცლად
20/10/2020 Comments (0)

ალიკა კუპრავა: ცესკომ 26 ოქტომბრის შემდეგ თვითიზოლაციაში  გადასულ მოქალაქეებს კონსტიტუციური უფლება შეუზღუდა

მოქალაქეებს, რომლებიც თვითიზოლაციაში 26 ოქტომბრის შემდეგ გადავლენ, ცესკომ კონსტიტუციური უფლება ჩამოართვა – ამის შესახებ „სამოქალქო პლატფორმა 20/20“-ის წარმომადგენელმა, იურისტმა ალიკა კუპრავამ განაცხადა. მისი თქმით, ცესკოს მიერ გამოქვეყნებული პროტოკოლი, რომელიც სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას ეხება, კონსტიტუციურ უფლებას უზღუდავს 26 ოქტომბრის შემდეგ თვითიზოლაციაში ან სამკურნალო დაწესებულებაში...

ვრცლად
19/10/2020 Comments (0)

ვასო ურუშაძე: პარტიების სასარგებლოდ გაკეთებული შემოწირულობების დიდი ნაწილი შავი ფულია

“ქართული  ოცნების“ შემთხვევაში ადგილი აქვს  წინასაარჩევნოდ შავი ფულის კარუსელს. ამას მოწმობს ანგარიში, რომელიც ჩვენმა ორგანიზაციამ მოამზადა. – ამის შესახებ „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის თავმჯდომარემ ვასო ურუშაძემ განაცხადა. მის თქმით, სამეწარმეო-ეკონომიკური საქმიანობის არმქონე პირები, უმეტესწილად, შემოწირულობებს სხვების ნაცვლად, ან თავად პოლიტიკურ პარტიაში არსებული არალეგალური ფულის დეკლარირებისთვის აკეთებენ. „არსებობს ამის არაერთი მაგალითი,...

ვრცლად
17/10/2020 Comments (0)

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-მა ზუგდიდის ოლქში სააგიტაციო მასალის განთავსების წესის დარღვევის უამრავი ფაქტი გამოავლინა

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-მა ზუგდიდის 67-ე ოლქში, საუბნო საარჩევნო კომისიის შესასვლელებთან,  სააგიტაციო მასალის განთავსების წესის დარღვევის უამრავი ფაქტი გამოავლინა. როგორც „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის გრძელვადიანმა დამკვირვებელმა ზუგდიდში ალიკა კუპრავამ განაცხადა, შესაბამისმა სამსახურებმა დროულად უნდა მიიღონ  ზომები. „მნიშვნელოვანია, ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა უზრუნველყოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის აღმოფხვრა და კანონდარღვევით განთავსებული სააგიტაციო...

ვრცლად
16/10/2020 Comments (0)

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ მოუწოდებს ცესკოს სასწრაფოდ მიიღოს კენჭისყრის დღის პროტოკოლი

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ მოუწოდებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით სასწრაფოდ მიიღოს პროტოკოლი, რომელიც კორონა ვირუსის პირობებში შექმნის  თავისუფალ და უსაფრთხო საარჩევნო გარემოს საარჩევნო შენობებში. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის თავმჯდომარემ ვასო ურუშაძემ განაცხადა, არსებობს ვარაუდი, რომ მმართველი პარტია შეეცდება ის ამომრჩეველი, რომელიც ზოგადად, არჩევნების და კონკრეტულად,...

ვრცლად
15/10/2020 Comments (0)

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20″ ქსნის სკოლის გათავისუფლებულ დირექტორს სამართლებრივ დახმარებას აღმოუჩენს

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ ქსნის სკოლის გათავისუფლებულ დირექტორს სამართლებრივ დახმარებას აღმოუჩენს.  „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის აღმასრულებელი დირექტორი თენგო თევზაძე და სადამკვირვებლო პროგრამის დირექტორი ლაშა ფარულავა ქსნის სკოლის ყოფილ დირექტორს დოდო ჭოტორლიშვილს შეხვდნენ და თანამდებობიდან მისი გათავისუფლების დეტალები გამოარკვიეს. შეხვედრაზე დოდო ჭოტორლიშვილმა,  „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის წარმომადგენლებს დაუსახელა პირები, რომლებიც მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ....

ვრცლად
14/10/2020 Comments (0)

ვასო ურუშაძე: ბოლნისში დაფიქსირებულმა დარღვევებმა შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს  ბოლნისის ოლქში არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი

კახა ოქრიაშვილს არ ეძლევა თავისუფალ გარემოში საარჩევნო კამპანიის წარმოების შესაძლებლობა, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ბოლნისის ოლქში არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხს – ამის შესახებ „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის თავმჯდომარემ ვასო ურუშაძემ განაცხადა. მისი თქმით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატის და მისი საარჩევნო კამპანიის მიმართ სისტემატურად ხორციელდება ძალადობრივი ქმედებები, სცემენ მის აქტივისტებს,...

ვრცლად
13/10/2020 Comments (0)

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-სა და ცენტრ „ემპათიას“ შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-სა და ცენტრ „ემპათიას“ შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, “სამოქალაქო პლატფორმა 20/20” განახორციელებს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების გამოვლენას და დოკუმენტირებას 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს. “სამოქალაქო პლატფორმა 20/20” გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ფაქტების, ადამიანის უფლებათა დარღვევების, ამომრჩეველთა თავისუფალი ნების გამოვლენაზე ზემოქმედების და...

ვრცლად
ნოემბერი 2021
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

სოციალური ქსელები

პუბლიკაციები

კვლევა ფიზიკური და იურიდიული პირებისგან პარტიებითვის გაკეთებული შემოწირულობების შესახებ

ვრცლად

კვლევა ფიზიკური და იურიდიული პირებისგან პარტიებითვის გაკეთებული შემოწირულობების შესახებ

ვრცლად