fbpx
ი.ჭავჭავაძის გამზირი 21, II ჩიხი, კორპუსი 4/8 +995 599 404 185 info@cp2020.ge

09/10/2020 Comments (0)

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ ცესკოს მოუწოდებს დროულად დააზუსტოს ამომრჩეველთა სიები

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-მა  ქუთაისის მაჟორიტარულ ოლქში არარსებული მისამართი აღმოაჩინა, სადაც რეგისტრირებულები არიან ამომრჩევლები. როგორც დღეს, ქუთაისში, გამართულ ბრიფინგზე „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის წარმომადგენელმა ქუთაისის მაჟორიტარულ ოლქში ავთანდილ კუხიანიძემ განაცხადა, ამომრჩეველთა სიების მონიტორინგის შედეგად ქუთაისში აღმოჩენილია არარსებული მისამართი, სადაც ამომრჩევლები არიან რეგისტრირებულები. „არსებობს გონივრული ეჭვი, რომ არსებობს სხვა მსგავსი შემთხვევებიც, ამიტომ მონიტორინგს...

ვრცლად
08/10/2020 Comments (0)

“სამოქალაქო პლატფორმა 20/20”-ის წარმომადგენლები გიორგი ვაშაძეს და მისი შტაბის წევრებს შეხვდნენ

“სამოქალაქო პლატფორმა 20/20”-ის წარმომადგენლები პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრას აგრძელებენ. დღეს ორგანიზაციის თავმჯდომარე ვასო ურუშაძე, აღმასრულებელი დირექტორი თენგო თევზაძე და სადამკვირვებლო პროგრამის დირექტორი ლაშა ფარულავა,  პოლიტიკური სუბიექტის “გიორგი ვაშაძე- სტრატეგია აღმაშენებელის” ოფისში, გიორგი ვაშაძეს და მისი გუნდის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მიმდინარე საარჩევნო კამპანიის პერიოდში არსებულ დარღვევებზე,...

ვრცლად
07/10/2020 Comments (0)

“სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ – ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ  კანონით  მანიპულირება მოახდინა

“სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის განცხადება ზუგდიდის 67-ე ოლქში დაწერილი 94 საჩივრის  და საარჩევნო ადმინისტრაციის პასუხის შესახებ. 2020 წლის 21 სექტემბრისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის პროცესი დაასრულეს და მათი სია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა. ჩვენმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ, შეზღუდული რესურსის პირობებში, მხოლოდ ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო...

ვრცლად
06/10/2020 Comments (0)

თენგო თევზაძე: „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-მა წინასაარჩევნო კამპანიაში მასწავლებლების მობილიზების ფაქტები დააფიქსირა“

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-მა წინასაარჩევნო კამპანიაში პარტიულ ღონისძიებებზე მასწავლებლების მობილიზების ფაქტები დააფიქსირა, რაც მოქმედი კანონმდებლობით აკრძალულია. როგორც „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თენგო თევზაძემ განმარტა, 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდში მასობრივი ხასიათი მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციების თანამშრომლების, მათ შორის, მასწავლებლების პარტიულ ღონისძიებებზე მობილიზებამ. „ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა სკოლის მასწავლებლების მობილიზება ხდება...

ვრცლად
06/10/2020 Comments (0)

ლაშა ფარულავა: „პაატა მანჯგალაძის დაკავება შეიძლება ჩაითვალოს საარჩევნო აგიტაციის ხელის შეშლად“

საარჩევნო ბლოკის „გიორგი ვაშაძე სტრატეგია აღმაშენებელი“-ს წარმომადგენლის პაატა მანჯგალაძის დაკავება შეიძლება ჩაითვალოს საარჩევნო აგიტაციის ხელის შეშლად. – ამის შესახებ „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის სადამკვირვებლო პროგრამის დირექტორმა ლაშა ფარულავამ განაცხადა. მისი თქმით, პაატა მანჯგალაძეს, რომელიც არის პარტიული სიის კანდიდატი, იცავს საარჩევნო  კოდექსის 122 მუხლი, რაც გულისხმობს იმუნიტეტს არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე....

ვრცლად
05/10/2020 Comments (0)

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“- მარნეულის ინციდენტის მონაწილეთა გირაოთი გათავისუფლება, წინასაარჩევნოდ, ძალადობას  წაახალისებს

მარნეულის ინციდენტში მონაწილეთა 5000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლება წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობას კიდევ უფრო წაახალისებს. – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის რეგიონული ჯგუფის უფროსმა, მარნეულის ოლქის დამკვირვებელმა გიორგი მუმლაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პროკურატურამ მოძალადეებისთვის 5000 ლარიანი გირაო მოითხოვა, რაც მოჩვენებით სამართალზე მიუთითებს. „დასჯილია ღამის ინციდენტში  მონაწილე მხოლოდ ორი...

ვრცლად
02/10/2020 Comments (0)

გიორგი მუმლაძე, მარნეულში მასზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტის გამო, დაზარალებულად ცნობას მოითხოვს

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის რეგიონული ჯგუფის უფროსმა, მარნეულის ოლქის დამკვირვებელმა გიორგი მუმლაძემ, 29 სექტემბერს, მის მიმართ განხორციელებული თავდასხმის ფაქტის გამო, მარნეულის პროკურატურაში განცხადება შეიტანა და  დაზარალებულად ცნობა მოითხოვა. როგორც მუმლაძემ განაცხადა, ყველა თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია, თუმცა სამართალდამცველი ორგანოები არაფერს აკეთებენ მათ დასასჯელად. „გამოკითხვაზე დავასახელე და პოლიციის მიერ ამოღებულ ვიდეოკადრებში ამოვიცანი ჩემზე...

ვრცლად
30/09/2020 Comments (0)

ვასო ურუშაძე: არ შევეგუებით დამკვირვებლებზე ძალადობას და მოვითხოვთ ყველა დამნაშავის სათანადოდ დასჯას

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ მოითხოვს, უსწრაფესად დაისაჯონ პირები, რომლებიც ორგანიზაციის წარმომადგენელს გიორგი მუმლაძეს მარნეულში თავს დაესხნენ. გიორგი მუმლაძე, რომელიც მარნეულის საარჩევნო ოლქში სადამკვირვებლო მისიას ახორციელებს, შეესწრო ფაქტს, როცა „ქართული ოცნების“ აქტივისტები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამ წარმომადგენელს თავს დაესხნენ. დამკვირვებელს აღნიშნული ფაქტის ტელეფონით დაფიქსირებაში ხელი შეუშალა „ქართული ოცნების“ მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ...

ვრცლად
29/09/2020 Comments (0)

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“  ზუგდიდში საუბნო  კომისიების 94 წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვს

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ ზუგდიდის ოლქში საუბნო საარჩევნო კომისიების 94 წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვს. როგორც დღეს ზუგდიდში გამართულ ბრიფინგზე სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის წარმომადგენელმა ალიკა კუპრავამ განაცხადა, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ეს 94 ადამიანი წინა საერთო არჩევნებში საარჩევნო სუბიექტს წარმოადგენდა, რაც საარჩევნო კოდექსის დარღვევაა. „ჩვენ 94 საჩივრით მივმართეთ ზუგდიდის...

ვრცლად
ნოემბერი 2021
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

სოციალური ქსელები

პუბლიკაციები

კვლევა ფიზიკური და იურიდიული პირებისგან პარტიებითვის გაკეთებული შემოწირულობების შესახებ

ვრცლად

კვლევა ფიზიკური და იურიდიული პირებისგან პარტიებითვის გაკეთებული შემოწირულობების შესახებ

ვრცლად