fbpx
ი.ჭავჭავაძის გამზირი 21, II ჩიხი, კორპუსი 4/8 +995 599 404 185 info@cp2020.ge

27/09/2020 Comments (0)

“სამოქალაქო პლატფორმა 20/20” -ის წევრებმა აფხაზეთში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

“სამოქალაქო პლატფორმა 20/20” -ის წევრებმა საქართველოს ერთიანობისათვის აფხაზეთში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 1993 წლის 27 სექტემბერს, 27 წლის წინ ამ დღეს სოხუმი დაეცა. ამ მძიმე ტრაგედიის შედეგები საქართველოს დღესაც მძიმე დაღად ატყვია. ასობით ათასი ადამიანი აიძულეს, რომ საკუთარი სახლები დაეტოვებინათ. ათასობით ქართველი დაიღუპა. საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება!...

ვრცლად
26/09/2020 Comments (0)

,,სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის მიმართვის საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ,,სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის მიმართვის საფუძველზე ბოლნისის საკრებულოს წევრის, ვუგარ ისაევის წინააღმდეგ საქმე აღძრა და “მთავარი არხის” ჟურნალისტზე ჯეიხუნ მუჰამედალიზე განხორციელებული მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-მა, 17 სექტემბერს გენერალურ პროკურატორას მიმართა და ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურში, 16 სექტემბერს მომხდარ ფაქტზე  გამოძიების დაწყება მოითხოვა. საქმე ეხება...

ვრცლად
24/09/2020 Comments (0)

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ მარნეულში მომხდარ დარღვევებზე ცესკოსგან სასწრაფო რეაგირებას ითხოვს

საუბნო საარჩევნო კომისიის ე.წ. დამოუკიდებელი წევრები, ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატების საარჩევნო კამპანიაში არიან ჩართულნი, რაც საარჩევნო კოდექსის უხეში დარღვევაა, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“- ის სადამკვირვებლო მისიის დირექტორმა ლაშა ფარულავამ განაცხადა. ფარულავამ ბრიფინგზე  წარმოადგინა  ფოტო და ვიდეო მტკიცებულებები, თუ როგორ მონაწილეობენ საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ კონკურსის...

ვრცლად
22/09/2020 Comments (0)

ვასო ურუშაძე: „პოლიტიზირებული კერძო სექტორი ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედებას ცდილობს, რაც დაუშვებელია“

პოლიტიზირებული კერძო სექტორი ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედებას ცდილობს, რაც დაუშვებელია. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის თავმჯდომარემ ვასო ურუშაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პლატფორმის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გაირკვა რომ ბიზნეს კომპანიები, რომლებიც სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ აკეთებენ შემოწირულობებს, თანამშრომლებს აიძულებენ და ავალდებულებენ მხარი დაუჭირონ „ქართულ ოცნებას“. „ინფორმაცია ამის...

ვრცლად
21/09/2020 Comments (0)

ვასო ურუშაძე: “პოლიტიკური შემოწირულობების თითქმის 55% მმართველ პარტიაზე მოდის, რაც უთანასწორო საარჩევნო გარემოზე მიუთითებს”

2020 წლის 1 სექტემბრამდე გაკეთებული პოლიტიკური შემოწირულობების თითქმის 55% მმართველ პარტიაზე მოდის, რაც უთანასწორო საარჩევნო გარემოზე მიუთითებს,- ამის შესახებ „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის თავმჯდომარემ განაცხადა. მისი თქმით, „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-მა პოლიტიკური პარტიების შემოსავლების ანალიზი შეისწავლა და შესაბამისი კვლევა მოამზადა. როგორც ურუშაძემ აღნიშნა კვლევის მთავარ მიმართულებას წარმოადგენდა ფიზიკური და იურიდიული პირების...

ვრცლად
17/09/2020 Comments (0)

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-მა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანა

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-მა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანა და მოითხოვა ბოლნისის საარჩევნო ოლქში გუშინ მომხდარ ფაქტზე სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება. როგორც პროკურატურის სახელზე გაგზავნილ განცხადებაშია აღნიშნული, „ქართული ოცნების“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის  ვუგარ ისაევის ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების ნიშნებს, კერძოდ, 151-ე (მუქარა) და 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ...

ვრცლად
17/09/2020 Comments (0)

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ მოითხოვს, პროკურატურამ ბოლნისში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყოს

„ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურში დაფიქსირებულ შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უნდა დაიწყოს.“ – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის პროგრამების დირექტორმა ლაშა ფარულავამ განაცხადა. მისი თქმით, პოლიტიკური სუბიექტის ,,ქართული ოცნების’’ ადგილობრივი საკრებულოს დეპუტატის მხრიდან დაფიქსირდა სისხლის სამართლის დანაშაულის კონკრეტული ფაქტი. მან, ტელეკომპანია მთვარის ჟურნალისტზე ჯეიხუნ მუჰამედალიზე, რომელიც...

ვრცლად
16/09/2020 Comments (0)

“სამოქალაქო პლატფორმა 20/20”-ის საჯარო მიმართვა სახალხო დამცველს

ა(ა)ი.პ „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-მა 2020 წლის 21 აგვისტოს წერილით მიმართა სახალხო დამცველის აპარატს თანამშრომლობის შესახებ და ასევე სახალხო დამცველის მანდატის ფარგლებში გვინდოდა გვეცნობებინა ის საკითხები, რომელიც უშუალოდ სახალხო დამცველის ჩართულობით შეიძლება მოგვარებულიყო. ვინაიდან, ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა ვერც უშუალოდ შეხვედრა და არც წერილობითი პასუხი მიგვიღია, გადავწყვიტეთ, საჯაროდ გავავრცელოთ ჩვენი...

ვრცლად
15/09/2020 Comments (0)

ლაშა ფარულავა: „მისასალმებელია ევროპარლამენტში გაკეთებული განცხადებები ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მნიშვნელოვან როლსა და ფუნქციაზე“

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ მიესალმება ევროპარლამენტში გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც ეხმიანება საპარლამენტო არჩევნების დროს პანდემიის პირობებში ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მნიშვნელოვან როლს და ფუნქციას.- ამის შესახებ განცხადება „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის პროგრამების დირექტორმა ლაშა ფარულავამ გააკეთა. როგორც ფარულავამ აღნიშნა, ,,სამოქალაქო პლატფორმა 20/20’’, რომელიც  ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა, ხელმძღვანელობს ევროპის საბჭოს საარჩევნო სტანდარტების და ანგარიშგების...

ვრცლად
ნოემბერი 2021
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

სოციალური ქსელები

პუბლიკაციები

კვლევა ფიზიკური და იურიდიული პირებისგან პარტიებითვის გაკეთებული შემოწირულობების შესახებ

ვრცლად

კვლევა ფიზიკური და იურიდიული პირებისგან პარტიებითვის გაკეთებული შემოწირულობების შესახებ

ვრცლად