fbpx
ი.ჭავჭავაძის გამზირი 21, II ჩიხი, კორპუსი 4/8 +995 599 404 185 info@cp2020.ge

06/11/2020 Comments (0)

ალიკა კუპრავა: „გაბათილებულია ბიულეტინების უპრეცენდენტოდ მაღალი რაოდენობა – 146 192 ბიულეტინი“

„31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა ბათილი ბიულეტინების უპრეცენდენტოდ მაღალი რაოდენობა. გაბათილებულია 146 192 ბიულეტინი.“- ამის შესახებ „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის დამკვირვებელმა, იურისტმა ალიკა კუპრავამ განაცხადა.

მისი თქმით,  ბათილი ბიულეტინების საერთო რაოდენობის 4,12%, კერძოდ, 81 288 ბიულეტინი მაჟორიტარულია, ხოლო 3,29 %, 64 904 ბიულეტინი –  პროპორციული.

„მაშინ, როცა ყველა ხმას, ზოგიერთ მაჟორიტარულ ოლქში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და დიდია კონკურენცია პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, თითოეული გაბათილებული ბიულეტინი შესაძლოა ცვლიდეს არჩევნების საერთო შედეგს. კანონით დასაშვები შემთხვევების გარდა, ბიულეტინების გაბათილებას, შესაძლოა, ხელი შეუწყონ  საუბნო საარჩევნო კომისიის დაინტერესებულმა წევრებმა, რომლებმაც შეგნებულად, კანონდარღვევით და საფუძვლის გარეშე, შეიძლება გააბათილონ მათთვის მიუღებელი საარჩევნო სუბიექტის ბიულეტინები, რაც ავტომატურად მათთვის მისაღები პოლიტიკური სუბიექტისთვის უკეთეს შედეგს ნიშნავს,“- განაცხადა კუპრავამ.

მისივე შეფასებით,  31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საუბნო კომისიების მხრიდან ბიულეტინების გაბათილება, შესაძლოა, იყოს შეგნებული ნაბიჯი, რომელიც სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ გაკეთდა.

„ჩვენმა ორგანიზაციამ ასზე მეტი საჩივარი დაწერა საარჩევნო ადმინისტრაციის სხვადასხვა დონეზე, თუმცა უშედეგოდ. თითქმის ყველა საჩივარი საოლქო კომისიებმა განუხილელი დატოვეს.“- განაცხადა კუპრავამ.

“სამოქალაქო პლატფორმა 20/20” ცესკოს მიერ რეგისტრირებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა. 31 ოქტომბრის არჩევნებს, საქართველოს მასშტაბით, 24 ოლქში  ორგანიზაციის 392 დამკვირვებელი და 21 მობილური ჯგუფი აკვირდებოდა.  დამკვირვებლებისთვის შეიქმნა სახელმძღვანელო, საარჩევნო კოდექსის ფარგლებში, უბნებზე მათი უფლებების და მოვალეობების შესახებ,  მომზადდა დამკვირვებლის ანგარიშის და საჩივრის ფორმები. ორგანიზაციის  მობილური ჯგუფები სპეციალურად შექმნილი ჩექ-ლისტის საფუძველზე ამოწმებდნენ საარჩევნო უბნებს. ასევე, „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ში მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა იურისტთა ჯგუფი, რომელიც  საუბნო დამკვირვებლებს დისტანციურად უწევდა კონსულტაციას სამართალდარღვევების შემთხვევაში და, საჭიროებიდან გამომდინარე, ერთვებოდა  საჩივრის მომზადების პროცესში.

 

Share:

Leave a comment

ნოემბერი 2021
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

სოციალური ქსელები

პუბლიკაციები

კვლევა ფიზიკური და იურიდიული პირებისგან პარტიებითვის გაკეთებული შემოწირულობების შესახებ

ვრცლად

კვლევა ფიზიკური და იურიდიული პირებისგან პარტიებითვის გაკეთებული შემოწირულობების შესახებ

ვრცლად