fbpx
ი.ჭავჭავაძის გამზირი 21, II ჩიხი, კორპუსი 4/8 +995 599 404 185 info@cp2020.ge

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღეს „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ N13 და N14 მაჟორიტარულ ოლქში, საუბო საარჩევნო კომისიის 40 დამკვირვებლისა და 15 მობილური ჯგუფის წევრით, 70 უბანს დააკვირდა.

კენჭისყრის დღემ  დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა. დაფიქსირდა ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა: N13 მაჟორიტარულ ოლქში 62 446 ამომრჩეველი (45.21%) და N14 მაჟორიტარულ ოლქში  62 256 ამომრჩეველი (52%). დაძაბულ ვითარებას  საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეთა დიდი რაოდენობით მობილიზება ქმნიდა. უბნის ტერიტორიაზე შეინიშნებოდნენ   პარტიული კოორდინატორები, რომლებიც ამომრჩეველთა აღრიცხვას შესაბამისი სიების საშუალებით ახდენდნენ. თვალშისაცემი იყო სხვა პირთა გადაადგილებაც, რომლებიც ამომრჩევლებთან აქტიურ კომუნიკაციაში შედიოდნენ,  ფიქსირდებოდა ამომრჩევლების ნებაზე ზემოქმედების და ჩვენს დამკვირვებლებზე მუქარის შემთხვევებიც.

საუბნო საარჩევნო კომისიაში დამკვირვებლებს  მტრული გარემო დახვდათ.  დამკვირვებელთა 92,8%-მა საუბნო კომისიების მხრიდან თანამშრომლობის ხარისხი უარყოფითად შეაფასა. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები და კომისიის სხვა წევრები საარჩევნო პროცედურის დარღვევებთან დაკავშირებით  დამკვირვებლის კანონიერ შენიშვნებს არ ითვალისწინებდნენ.  საუბნო საარჩევნო კომისიები დამკვირვებლებს არ აძლევდნენ  შესაძლებლობას გაცნობოდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის ჩანაწერთა წიგნებს,  არ არეგისტრირებდნენ მათ შედგენილ განცხადება/საჩივრებს. დამკვირვებლის მიერ უფლებამოსილების სრულფასოვანი შესრულება  კომისიის წევრების გაღიზიანებას იწვევდა და ხშირად გაძევების მუქარის საფუძველი ხდებოდა.  აღნიშნული ქმედება ერთმნიშვნელოვნად ქმნიდა შთაბედჭილებას, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს დამკვირვებლის საქმიანობის შეზღუდვის ინსტრუქცია ჰქონდათ მიღებული.

საუბნო საარჩევნო კომისიების მომზადების ხარისხი  დამკვირვებელთა მხოლოდ 8%-მა შეაფასა დამაკმაყოფილებლად. ტენდენციის სახე ჰქონდა საარჩევნო პროცედურების დარღვევას, რაც    დამკვირვებლების შეფასებით მიზანმიმართულად ხორციელდებოდა.

ანგარიში სრულად იხილეთ აქ

სექტემბერი 2021
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

სოციალური ქსელები

პუბლიკაციები

კვლევა ფიზიკური და იურიდიული პირებისგან პარტიებითვის გაკეთებული შემოწირულობების შესახებ

ვრცლად

კვლევა ფიზიკური და იურიდიული პირებისგან პარტიებითვის გაკეთებული შემოწირულობების შესახებ

ვრცლად

do you have any questions

Need Explore Solution For Business Growth & Marketing Purpose