fbpx
ი.ჭავჭავაძის გამზირი 21, II ჩიხი, კორპუსი 4/8 +995 599 404 185 info@cp2020.ge

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-მა 21 სექტემბერს გამოაქვეყნა კვლევა „2020 წელს პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ ფიზიკური და იურიდიული პირებისგან გაკეთებული შემოწირულობების შესახებ“, სადაც ძირითადი აქცენტი გაკეთდა შემომწირველებზე, რომლებიც ამავდროულად ეწევიან სამეწარმეო-ეკონომიკურ საქმიანობას და სახელმწიფოსგან იღებენ დაფინანსებას ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვის გზით.

მოცემული ანგარიში მიზნად ისახავს შემოწირულობებთან დაკავშირებული ზოგადი ანალიზის გარდა, გამოააშკარაოს ის ფიზიკური პირები, რომლებიც აკეთებენ პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ დიდი ოდენობით შემოწირულობებს, თუმცა ამავდროულად არ არიან სამეწარმეო-ეკონომუკურ საქმიანობაში ჩართულები.

2020 წელს 12 ოქტომბრამდე პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო სუბიექტებს მიღებული აქვთ 29 485 838.81 ლარის შემოწირულობა, საიდანაც 15 041 225.54 ლარის ოდენობის შემოწირულობა (51%) მიღებული აქვს სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს. სულ შემოწირულობა მიღებული აქვს 35 საარჩევნო სუბიექტს, აქედან შემოწირულობების 96,9% მოდის 10 პოლიტიკურ პარტიაზე.

კვლევის დროს გადამოწმდა ფიზიკური პირები, რომლებიც აკეთებენ შემოწირულობებს პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ. კვლევის ფარგლებში მოხდა იმ პირთა იდენტიფიცირება, რომლებსაც პარტიების სასარგებლოდ გაკეთებული აქვთ 25 000 ლარის, ან მეტი ოდენობის შემოწირულობა და, ამავდროულად, არ ახორციელებენ სამეწარმეო-ეკონომიკურ საქმიანობას.

2020 წელს, პირების რაოდენობა, რომლებმაც განახორციელეს 25 000 ლარის, ან მეტი ოდენობის შემოწირულობა, შეადგენს 421, აქედან უმეტესობა (56.5%-ს) არის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ შემომწირველი. საინტერესოა, რომ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ აღნიშნული მაჩვენებლით მესამე ადგილზეა, მაშინ როდესაც შემოწირულობების საერთო ოდენობით მეხუთე ადგილზე იმყოფება. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათი დაფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის მსხვილ შემომწირველებზე.

იხილეთ ანგარიში სრულად

 

ნოემბერი 2021
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

სოციალური ქსელები

პუბლიკაციები

კვლევა ფიზიკური და იურიდიული პირებისგან პარტიებითვის გაკეთებული შემოწირულობების შესახებ

ვრცლად

კვლევა ფიზიკური და იურიდიული პირებისგან პარტიებითვის გაკეთებული შემოწირულობების შესახებ

ვრცლად

do you have any questions

Need Explore Solution For Business Growth & Marketing Purpose