fbpx
ი.ჭავჭავაძის გამზირი 21, II ჩიხი, კორპუსი 4/8 +995 599 404 185 info@cp2020.ge

აღნიშნული  კვლევა ჩატარდა საარჩევნო წლის სამართლებრივი ანალიზის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების რეკომენდაციებისა და შენიშვნების გადამუშავებით. ა(ა)ი.პ სამოქალაქო პლატფორმა 20/20-მა  საარჩევნო პრინციპების,  დემოკრატიის სტანდარტის შეფასების და მასთან დაკავშირებული გამოწვევების შესაბამისი მეთოდოლოგია გამოიყენა. კვლევის და ანგარიშის მომზადების პერიოდად 2020 წლის 1 სექტემბრიდან – 26 ნოემბრამდე მონაკვეთი განისაზღვრა.

თავდაპირველად, ჩატარდა  მოსამზადებელი სამუშაოები, შემუშავდა სამოქმედო გეგმა,  გაანალიზდა საკანონმდებლო ჩარჩო და შეფასდა მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები.  ინციდენტებზე ეფექტური რეაგირების მიზნით,  სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ადგილზე სწავლობდნენ კონკრეტულ შემთხვევებს. კვლევისთვის შერჩეულ  პერიოდში, ჩვენმა წარმომადგენლებმა საჩივრებით მიმართეს ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციას. ასევე, წერილობით, განცხადებით მიმართეს საქართველოს პროკურატურას ბოლნისის მაჟორიტარულ ოლქში ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტზე, გამოძიების დაწყების მოთხოვნით. 2020 წლის 29 სექტემბერს  ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი გახდა ჩვენი ორგანიზაციის დამკვირვებელი მარნეულში, გიორგი მუმლაძე, რომელიც პროკურატურის მიერ დაზარალებულად არის ცნობილი, თუმცა ამ დროისთვის პასუხისგებაში არავინ არის მიცემული.

დასკვნით  ეტაპზე კი, მიღებული ინფორმაციის შეჯერების საფუძველზე, მოხდა პრობლემების გამორკვევა და შესაბამისი ანალიზის შედეგად რეკომენდაციების მომზადება.

იხილეთ ანგარიში სრულად

სექტემბერი 2021
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

სოციალური ქსელები

პუბლიკაციები

კვლევა ფიზიკური და იურიდიული პირებისგან პარტიებითვის გაკეთებული შემოწირულობების შესახებ

ვრცლად

კვლევა ფიზიკური და იურიდიული პირებისგან პარტიებითვის გაკეთებული შემოწირულობების შესახებ

ვრცლად

do you have any questions

Need Explore Solution For Business Growth & Marketing Purpose